ავტორი:

"ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ..." - მაკო გომურს თვალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

"ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ..." - მაკო გომურს თვალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

20-21 აქციის დარბევის დროს დაშავებულ მაკო გომურს თვალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, გოგონას ზედა ქუთუთოზე კანი გადაუნერგეს. ასევე შიდა არე ცხიმით შეუვსეს, რათა პროთეზი კარგად ჩაჯდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მაკო და მისი მეგობრები "ფეისბუქით" ავრცელებენ.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ, შედეგი რამდენიმე კვირაში გვექნება, მანამდე აიტანეთ ჩემი წუწუნი. წავედი ახლა, გადარბენებზე ვარ. 8 თვე გასულა დღეს... " - წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, მაკო გომური 20-21 აქციის დარბევის დროს დაშავდა. როდესაც სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ერთ-ერთი ტყვია მაკოს მოხვდა, რის გამოც მან თვალი დაკარგა.

გოგონას თავდაპირველად ოპერაცია ნიუ-ჰოსპიტალში ჩაუტარდა. ექიმებმა მისი თვალის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ 19 წლის გოგონა სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მას ხელოვნური თვალი ჩაუსვეს.

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა