ავტორი:

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი, კერძოდ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ, რადგან გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ და იქ, რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ახლოს ვიქნებით ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი, გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. 26 მაისს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენ გვერდით და თავისი უფლების, თითოეული ინდივიდის დასაცავად ამოვუდგებით ერთმანეთს მხარდამხარ.

ამიტომ, 26 მაისს, აღლუმი და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება არა აქ, არამედ, სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე, მთელი დედაქალაქი მოვა იქ“, - განაცხადა გოლეთიანმა.

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე