ავტორი:

შტორმმა კლუნების 12-მილიონიანი რეზიდენცია გაანადგურა - დატბორილი სასახლისა და ეზოს შოკისმომგვრელი ფოტოები

შტორმმა კლუნების 12-მილიონიანი რეზიდენცია გაანადგურა - დატბორილი სასახლისა და ეზოს შოკისმომგვრელი ფოტოები

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს ძლიერი შტორმი, "დენისი“ უტევს. შტორმს თან ახლავს 150 კმ/სთ სიჩქარის ქარი და 30 მეტრიანი ტალღები. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა, დატბორილია ქალაქების ქუჩები.

შტორმისა და წყალდიდობის შედეგად, ვარსკვლავური წყვილის, ჯორჯ და ამალ კლუნების 12 მილიონიანი სასახლე, ეზო და შემოგარენი დაიტბორა. სასახლე ბერკშირში მდებარეობს.

კლუნების რეზიდენცია შტორმამდე
შტორმის შემდეგ 12 მილიონიანი სასახლე და ეზო ასე გამოიყურება

ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს შოკისმომგვრელ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ რამდენად დიდი ზარალი მიადგა კლუნების საზაფხულო სახლს. მთლიანად დატბორილია სახლთან მდებარე ეზო, ჩოგბურთის მოედანი. სახლის ვერანდა და გაზონები წყლითაა დაფარული.

ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შტორმის გამო, გაუქმდა ასობით ავიარეისი. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან ჯარისკაცები.

ინგლისისა და უელსის საზღვრებზე შტორმმა დიდი ტერიტორიების დატბორვა და ზარალი გამოიწვია. სამხრეთ უელსიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა აუცილებელი მას შემდეგ, რაც ადიდებულმა მდინარეებმა ჯებირები გაარღვია და წყალი სახლებში შევარდა. პოლიცია და მეხანძრეები მოქალაქეების გადარჩენისთვის იბრძვიან.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, სამსახურის 1000 თანამშრომელი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების მცხოვრებლებს ეხმარება და მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს.

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია