ავტორი:

რძის რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი - შემოწმების შედეგები

რძის რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი - შემოწმების შედეგები

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების რძის პროდუქტიდან 5 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ - momxmarebeli.ge ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პროდუქტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შემოწმდა.

"შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე მცენარეული ცხიმი აღმოვაჩინეთ და ასევე, რომელთა შემოწმებასაც მოქალაქეები გვთხოვდნენ" - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.

შემოწმების შედეგად მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა არაჟან ქობულეთურში, რომელიც შესამოწმებლად მაღაზია "კარფურიდან" წაიღეს, ასევე ნაღების კარაქ "რანინაში", ის ორგანიზაციის წევრებმა "გუდვილიდან" წაიღეს. ასევე "კარფურიდან" წაღებულ სულგუნში, "იმერულ ყველში" და "ფუდმარტიდან" წაღებულ ქარხნულ ყველში.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევის შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო" - ნათქვამია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინფორმაციში... იხილეთ შემოწმებული ნიმუშების სია სრულად

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბი მეტოქეები დაამარცხეს

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა