ავტორი:

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

ჩეჩენი ქალი, ამინატ ლორსანევა, ჩეჩნეთში ქალაქ გროზნოში დაიბადა და გაიზარდა. lenta.ru-სთან საუბარში, ჩეჩნეთიდან გამოქცეული 22 წლის ბისექსუალი იხსენებს, თუ როგორ გადაურჩა ფიზიკურ წამებას გროზნოს საავადმყოფოში, სადაც თავიანთი მეთოდით, მასთან ერთად კიდევ 30-მდე გოგონას მკურნალობდნენ, რომელთაც შედეგად ფსიქიკა შეერყათ. ასევე, გამოექცა ექიმბაშებს და შამანებს, რომლებიც მისგან "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ. ჩეჩენი ქალის თქმით, უსფრთხოებისთვის, მან გვარ-სახელი შეიცვალა.

"მსგავსი პრაქტიკა, მხოლოდ ჩეჩნეთში კი არა, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაშია გავრცელებული, როდესაც ოჯახებში ამ პრობლემას აწყდებიან, ისინი მკურნალობისთვის ექიმებს მიმართავენ... ხშირად, მათ სულიერად გადარჩენაში სასულიერო პირებიც ერთვებიან, რომლებიც ჩვენს "განკურნებას" თავისებურად ცდილობენ. სწორედ ამიტომ, ათეისტი გავხდი..." - წერს ჩეჩენი გოგონა.

მისივე თქმით, ის მეხუთედ გაიქცა გროზნოდან. ორჯერ თავისი ნებით დაბრუნდა სახლში, ორჯერ კი, დაიჭირეს და ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

"ჩემი ოჯახის წევრები ჩეჩნეთში, საშუალო მატერიალური მდგომარეობის მქონედ, მაგრამ განათლებულ ადამიანებად ითვლებიან. მშობლები ექიმები არიან - დედა ანესთეზიოლოგია, მამა - ტრავმატოლოგი. ჩემი ყოველი გაქცევის მცდელობაზე ცდილობდნენ შევერცხვინეთ და მეუბნებოდნენ, მამაშენი ცნობილი ექიმია, მეც მიცნობენ, თავს რატომ გვჭრიო..." - ჰყვება გოგონა.

ადგილობრივ მედიაში, ამინატ ლორსანევაზე იერიში მიიტანეს. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ადგილობრივი სამართალდამცველები სწორადაც მოიქცნენ და ასეთ ადამიანებზე რაც შეილება მეტი წნეხი უნდა იყოს.

"თავიდან, ჩემი "მკურნალობა" მშობლებმა მოისურვეს. მამაჩემი ამინაზიის ნემსებს მიკეთებდა, რის გამოც, აბსცესია დამეწყო. მაღალი სიცხეები მქონდა. დედამ სხვა ექიმთან წამიყვანა, რომელმაც ვითარება გამოასწორა, მაგრამ მორალურად, მამის პოზიცია დაიჭირა, ის ექიმია, თავისი საქმე იცისო. ამჯერად მან განაგრძო ჩემი "მკურნალობა" თავისი მეთოდებით... პოლიციაში ჩივილი მინდოდა, თუმცა, გამომძიებელმა მითხრა, შენი საქციელით მშობლებს არცხვენ და ამორალობაში არ აგყვებიო.

მას შემდეგ, რაც ჩემი "ავადმყოფობის" ამბავი გავრცელდა, ოჯახის ახლობლებმა ღირსების მკვლელობა მოითხოვეს, რაშიც პოლიცია არ ერევა. შემეშინდა, რადგან უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც ამორალური ცხოვრების გამო, გოგონა ოჯახმა უბრალოდ მოიშორა... ძმები ფიზიკურად მისწორდებოდნენ, დედ-მამა არ ერეოდა, რადგან იმედოვნებოდნენ, რომ თუ შემეშინდებოდა, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. თუმცა, რახან მკლელობის განაჩენი არ გამომიტანეს, მაინც მადლობელი ვიყავი და ვითმენდი," იხსენებს გოგონა, რომლის თქმითაც, ჩეჩნეთში დედას შეუძლია, ქალიშვილის "პატიოსნება" გინეკოლოგთან შეამოწმოს.

გოგონას მშობლებმა არაერთხელ ჩამოართვეს მობილური, რათა დასახმარებლად ვინმესთვის არ მიემართა... შემდეგ კი, დაემუქრნენ, რომ წინააღდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებდნენ. თუმცა, მაინც შეძლო და რუსეთის "ლგბტ" საზოგადოებას დაუკავშირდა. თუმცა, ვიდრე იქიდან პასუხი მოვიდოდა, ოჯახმა ერთ-ერთ სოფელში, "მკურნალ ქალთან" წაიყვანა, რომელსაც მისგან "ბოროტი სული უნდა ამოეყვანა..." მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ, ექიმბაშთან, ექსტრასენსთან, შამანთან, რომლებიც ხან ამულეტს უკეთებდნენ, ხანაც თავიანთი რეცეპტებით დამზადებულ სითხეებს ასმევდნენ. მათ შორის ზოგი სირიაში, ზოგიც ეგვიპტეში განსწავლული იყვნენ.

"ბებიაჩემმა ერთ-ერთ სოფელში ძალის გამოყენებით ჩამიყვანა ვიღაც ასაკოვან კაცთან, რომლის თქმითაც, 15 წელი ყურანს სწავლობდა.. მან მორალი წამიკითხა, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მუსლიმი გოგონა... მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რასაც მეტყოდა, ელექტროშოკერს გამოიყენებდა. ეს მოხდა მამაჩემის ნებართვით, რომელსაც ქალაქში განათლებულ ადამიანად იცნობდნენ. მე საზოგადოებისთვის საშიშად მიმიჩნევდნენ. ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა შიზოფრენია დამიდგინა. თავზე ექოსკოპიური კვლევა ჩამიტარეს, თუმცა გაოცებით აღნიშნეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ტვინი მაქვს. შემდეგ კი დაასკნეს, რომ ეს დაავადება რენგტენგში არ ჩანს.

ცხოველივით დაუსრულებლად მიტარებდნენ ექსპერიმენტებს. მშობლები კი, ამაში ფულს იხდიდნენ და თან მეჩხუბობონდნენ. როგორღაც ვიპოვე ორგანიზაცია "ქალი და განათლება" და მათ დავუკავშირდი, სადაც მითხრეს, რომ ჩემი მშობლები სადისტები იყვნენ. მათ ადვოკატი დამიქირავეს და როდესაც მან ამბავი მოისმინა, პირდაპირ თქვა, რომ ოჯახის საქმეში ვერ ჩაერეოდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა. ჩვენთან ქალის მთავარი ვალდებულებაა შვილები გააჩინოს, ქმარს ემსახუროს,"- ჰყვება ჩეჩენი გოგონა.

ერთ დღესაც, მან ჰიჯაბი მოიხსნა და ათეისტი გახდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩეჩნეთი ვერ დატოვა. მისივე თქმით, უმძიმეს მდგომარეობაში არიან გეებიც, მაგრამ გამოსავალი იპოვეს, მათ პროვინციებიდან ცოლებად მოჰყავთ პატარა, გაუნათლებელი გოგონები, რომლებიც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, თავად კი, საიდუმლოდ მეგობარი მამაკაცები ჰყავთ. თუმცა, "კადიროვცები" მათზე ღიად ნადირობენ. გამოვლენის შემთხვევაში, განწირული არიან.

"ჩეჩნეთიდან გაქცევა არ ნიშნავს, რომ გადავრჩი, რადგან რუსეთი ჰომობიური ქვეყანაა, ლგბტ ადამიანებს ტერორისტებივით ებრძვიან და ჩვენს დაცვაზე არავინ ზრუნავს.ამ რეალობაში კი, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები "ღირსების მკვლელობას" ეწირებიან, რაც ნიშნავს, რომ შვილს, შეცდომის შემთხვევაში, თავად დედ-მამა, ძმები, ან ოჯახის ახლობლები უსწორდებიან, რომ სხვამ არ წამოაყვედროს.

2018 წელს ფსიქიატრიულში დამაწვინეს, საიდანაც გამოვიქეცი, თუმცა, წარუმატებელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც დანარჩენი სამი მცდელობა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი მომიმართა, პრობლემები შეუქმნეს და სიკვდილით დაემუქრნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც დავაღწიე მათ თავი, დედ-მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. შემდეგ გვარ-სახელი შევიცვალე, რათა კვალი დაკარგვოდათ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი წარმოშობის გაგონებაზე, ადგილობრივები იძაბებოდნენ და შიშით მიყურებდნენ."- წერს ჩეჩენი გოგონა.

ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვს გარკვეული, სად და როგორ გააგრძელებს ცხოვრებას. რუსეთის კანონმდებლობა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არ ვრცელდება, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც მასზე ძალადობდა, დაუსჯელი რჩება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღბის ტარება საკმარისი არაა... სასურველია, დისტანცია სულ მცირე ერთი მეტრით" - ჯანმო

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში