ავტორი:

ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის "42 წელია სამიზნეა", სასულიერო პირები პირველ კომენტარებს აკეთებენ. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

"მგონი, კითხვაც არ უნდა ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათასი წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს. კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! მანდ ორი აზრი არ არსებობს. 60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა იგულისხმა კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან. 40 წლის წინ ვინც ებრძოდა კონკრეტულად ისინი დღეს აღარ არიან. დღეს ვინ იგულისხმა ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია.

რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია. მე შემიძლია გითხრათ რომ არც ხდება, ამის ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად. ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელიც. მისი თქმით, პატრიარქი ყოველთვის სამიზნე იყო.

"ქუთაისში, საიდანაც გაიხედავ, ბაგრატს დაინახავ, ვინც მაღლა დგას ის ყოველთვის სამიზნეშია, თუ ჩვენ ორი თვალით ვუყურებთ ერთმანეთს, ვინც მაღლა ადის იმას ათასი თვალი უყურებს, ეს იგულისხმა პატრიარქმა, რომ ის არის სამიზნე და გააჩნია, ვინ, რა თვალით უყურებს, ზოგი კეთილი თვალით, ზოგი შურით, ზოგს კიდევ სხვა ამბიცია და პრეტენზია აქვს. პატრიარქი თითო სიტყვაში ისეთ ღრმა შინაარსს დებს, რომ ჩვენ ვერ ამოვწურავთ ამ საუბარში, მაგრამ დღეს ვერ ვხედავთ, როგორი სამიზნეა, 90-იანი წლების დასაწყისში არ იყო სამიზნე და კომუნისტების რეჟიმის დროს არ იყო სამიზნე, როცა პატრიარქმა, საბჭოთა ჯარების შესვლა ავღანეთში უარყოფითად შეაფასა?! რამდენი წელი მერე საზღვარგარეთ არ გაუშვეს პატრიარქი, იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ ეთანხმებოდა იმ დროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებას, ეს ყოველთვის იყო და იქნება, იმიტომ, რომ სხვადასხვა განზომილებაში ვართ ჩვენ. ხელისუფლება იქნება, თუ ადამიანები ამ სოფლის განზომილებით აზროვნებენ, პატრიარქი მარადიული ცხოვრების განზომილებით, სხვადასხვა ღირებულებითი სისტემაა, ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად",- განაცხადა მეუფე იოანემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ“.

თემქაზე, ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია „მუზა“ ხელოვნებისა და ისტორიის სწავლაში დაგეხმარებათ

რა როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს დაავადების დამარცხებაში და არის თუ არა "კავკასიური გენი" უფრო ძლიერი?