ავტორი:

ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა - ბოლო ცნობები ქვეყნიდან, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდა

ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა - ბოლო ცნობები ქვეყნიდან, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდა

ირანში კორონავისრუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა 28 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა.

ირანში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ პირველი ინფორმაცია 19 თებერვალს გავრცელდა.

ამ დროისთვის, ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია პროვინციებში - ყუმში, მარქაზისა და მაზენდერანში.

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია