ავტორი:

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უშუალოდ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 150-ს მიაღწია.

რაც შეეხებება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.

ამ დროისთვის, კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 მსოფლიოს მასშტაბით 33 ქვეყანასა და ორ ადმინისტრაციულ რეგიონში ფიქსირდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ქუვეითსა და ბაჰრეინშიც დადასტურდა.

რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, ესენია: ჩინეთის ძირითადი ტერიტორია - 77 345 შემთხვევა, 2 592 დაღუპული; მაკაო-10; ჰონგ-კონგი -74 შემთხვევა, 2 დაღუპული; სამხრეთ კორეა - 763 შემთხვევა, 7 დაღუპული, იტალია - 157 შემთხვევა, 3 დაღუპული; იაპონია-146 შემთხვევა, 1 -დაღუპული; სინგაპური-89 შემთხვევა; ირანი- 43 შემთხვევა, 8 დაღუპული; ტაილანდი - 35 შემთხვევა; აშშ-35 შემთხვევა; ტაივანი - 28 შემთხვევა, 1 დაღუპული; ავსტრალია - 22 შემთხვევა, მალაიზია - 22 შემთხვევა; გერმანია -16 შემთხვევა; ვიეტნამი-16 შემთხვევა; გაერთიანებული სამეფო -13 შემთხვევა,

გაერთიანებულ არაბთა ემირატები - 13 შემთხვევა, საფრანგეთი -12 შემთხვევა, 1 დაღუპული, კანადა - 10 შემთხვევა, ფილიპინები - 3 შემთხვევა, 1 დაღუპული, ინდოეთი - 3 შემთხვევა, ისრაელი -2 შემთხვევა, რუსეთი -2 შემთხვევა; ესპანეთი -2 შემთხვევა, ბელგია - 1, კამბოჯა -1; ეგვიპტე - 1, ფინეთი -1, ლიბანი -1, ნეპალი -1; შრი ლანკა -1, შვედეთი -1, ერაყი-1. კორონავირუსის 691 შემთხვევა დაფიქსირდა საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე.

Worldmeters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 79 561 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ხოლო კლინიკებიდან 25 077 ადამიანი გაწერეს.

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია