ავტორი:

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 130-ზე მეტია ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო ვირუსმა უკვე ორი პაციენტი იმსხვერპლა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიის მთავრობამ 10 ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. იზოლირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქები. ჩაკეტილია - კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.

ფოტო იზოლირებული ქალაქიდან კოდონო

კორონავირუსის საფრთხის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიის იმ ქალაქებში, რომლებიც იზოლირებულია, თუმცა იქაც, სადაც არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ადამიანები მოსალოდნელი კარანტინისთვის უკვე ემზადებიან.

ფოტო ლომბარდიის რეგიონშია გადაღებული. ბანერზე წარწერით ურჩევენ მოსახლეობას, რომ სახლში დარჩნენ
პოლიციის ოფიცრები ჩაკეტილ ქალაქ კასტილიონე დ’ადდასთან

"ერთი შეხედვით ეს მხოლოდ ვირუსია, მაგრამ მაღაზიებსა და აფთიაქებში თუ შეიხედავთ, იფიქრებთ, რომ სამყაროს დასასრული დადგა“, - წერენ იტალიური გამოცემები და ავრცელებენ ფოტოებს, რომლებზეც დაცარიელებული მარკეტები და აფთიაქები ჩანს.

დაცარიელებული მაცივარი სუპერმარკეტში

სუპერმარკეტების ძირითად ნაწილში დახლები ცარიელია. ხოლო, სადაც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საკვები, ადამიანების დიდი რიგია.

ჩაკეტილი ქალაქების მცხოვრებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მედიკოსები ურჩევენ, რომ გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ, ამიტომაც, ერთ დროს ხმაურიან ქალაქები კორონავირუსის გამო, ახლა ცარიელია და გარშემო მხოლოდ სიჩუმეა.

ფოტო ქალაქ კოდონოდან
ფოტო ქალაქ კაზალპუსტერლენგოდან - ადამიანები სუპერმარკეტის რიგში

რაც შეეხება იტალიის დიდ ტურისტულ ქალაქებს, როგორც სხვადასხვა იტალიური გამოცემები წერენ, იქ პანიკა არ შეინიშნება და ტურისტების ნაკადზეც ჯერჯერობით კორონავირუსის საფრთხეს არ უმოქმედია.

ტურისტი ვირუსისგან დამცავი ნიღბით ვენეციის კარნავალზე
კორონავირუსის გავლენა ვენეციის კარნავალზე

თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები მილანში უკვე იმარაგებენ საკვებს. ვრცელდება კადრები მილანის სუპერმარკეტებიდან, რომლებზეც ცარიელი დახლები ჩანს.

ქართველი ემიგრანტი ინგა ბასიაშვილი მილანის ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც დაცარიელებული დახლები ჩანს. ვიდეოში თითქმის ვერ დაინახავთ მაღაზიის მომხმარებლებს - როგორც ჩანს, იტალიელებმა რამდენიმე დღის მარაგი წაიღეს და გარეთ გასვლას ერიდებიან...

ფოტოები მილანის სუპერმარკეტებიდან:

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც 5 რეგიონში - ლომბარდიაში, ვენეტოში, პიემონტეში, ემილია რომანიაში და ლაციოში ცხოვრობენ ან მოგზაურობენ, ურჩევს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

გლობალური სტატისტიკით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.

ბრაზილიელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპთან ერთად დგას

კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

მადრიდის რეალის ყველა ფეხბურთელი კარანტინში გადაიყვანეს