ავტორი:

ბრაზილიელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპთან ერთად დგას

ბრაზილიელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპთან ერთად დგას

ბრაზილიის ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფაბიო ვაინგარტენს, რომელიც კომუნიკაციების საკითხებში საგანგებო სამდივნოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია ბრაზილიურ პორტალ "G1"-ზე დაყრდნობით წერს.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამედიცინო სამსახური კვლავაც განაგრძობს საპრევენციო ზომების მიღებას, რომელიც მიმართულია პრეზიდენტისა და მთლიანი დელეგაციის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ლიდერს თან ახლდა ამერიკაში ვიზიტისას", - აცხადებს პრეზიდენტის სამდივნო.

მათი ცნობით, ვაინგარტები საკუთარ სახლში სან-პაულოში კარანტინში იმყოფებიან.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ვაინგარტენს, რომელიც ამერიკაში ვიზიტისას დელეგაციაში იმყოფებოდა, ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

გასულ შაბათს, მაღალჩინოსანმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გვერდით დგას.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა