ავტორი:

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

როგორ გამოიყურება  ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

ყველას გვახსოვს მომაჯადოებელი გარეგნობის ბრუკ შილდსი, რომელმაც მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა და მათ შორის, ბევრი საქართველოშიც. ის ბავშვობიდანვე მოექცა კამერების ეპიცენტრში და ყოველივეს შედეგიც იწვნია. როგორ აისახა პატარა გოგონაზე გადაჭარბებული პოპულარობა და რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი ლამაზმანი.

ბავშვობა

საკამათოა, ჰქონდა თუ არა საერთოდ მას ბავშვობა. გოგონას დედა, ტერი შილდსი, ქალიშვილისთვის კინოვარსკვლავის გარდა სხვა მომავალს არც კი განიხილავდა. ტერი შეუპოვრად და ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და შედეგად 11 თვის ბრუკი დედასთან ერთად უკვე რეკლამაში გამოჩნდა.

მისი ლამაზი სახე მაყურებელს მოსწონდა, ამიტომ გოგონას სულ უფრო ხშირად იწვევდნენ გადაღებებზე. თანატოლებისგან განსხვავებით, ბრუკი მთელ დროს გადასაღებ მოედანზე ატარებდა. მშობლები ადრე განქორწინდნენ, რის შემდეგაც დედა უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგა ქალიშვილის კარიერის მწვერვალებისკენ სწრაფვას.

კარიერა

ათი წლის ასაკში ბრუკს Playboy Press-ში თამამი ფოტოსესია შესთავაზეს.დედას უკან დახევა არც უფიქრია და შედეგად 10 წლის გოგონა, დედის თანხმობით, შიშველ ფოტოსესიაში გამოჩნდა. ფოტოები გამოქვეყნდა, თუმცა ჯიუტი დედის მოლოდინები ვერ გაამართლა - საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო მათი ტირაჟირება და გამოყენება აიკრძალა. წლობით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც....განაგრძეთ კითხვა

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები