ავტორი:

"ინსულტი დაემართა... სიცოცხლისთვის იბრძვის" - ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

"ინსულტი დაემართა... სიცოცხლისთვის იბრძვის" - ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ბიჭუნას ვიდეომ ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა დააგროვა და "ქართველი ლუი ანდერსონი" მთელმა საქართველომ შეიყვარა.

ახლა ნიკოლოზი 10 წლისაა და უმძიმეს მდგომარეობაშია. ბავშვს დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები - თირკმელების უკმარისობა. ის გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს, თუმცა ბოლო 2 დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

როგორც მისი ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ნიკუშა ინგოროყვას კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის. AMBEBI.GE ბავშვის მამას, ზურაბ ჭიჭიკოშვილს დაუკავშირდა:

"2 დღის წინ ნიკუშას ინსულტი დაემართა და თავის ქალა აქვს ახდილი. თირკმლის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს, რომ ეს უკვე მეორეხარისხოვანია. სიცოცხლისთვის იბრძვის ამჟამად...

ადამიანს, რომელიც დიალიზზეა, დიდი შანსია რომ განუვითარდეს ინსულტი. სავარაუდოდ, ნიკუშას შემთხვევაშიც ინსულტი დიალიზმა გამოიწვია..." - ამბობს ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

AMBEBI.GE პატარა ნიკუშას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!

ავტორი: თიკო გურაშვილი

ინფექციურში მოათავსეს პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია - "ის ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალია"

ქართული პირბადეები შესაძლოა იტალიაში, აშშ-ში, რუსეთსა და ისრაელში გავიდეს ექსპორტზე

რას ამბობს ხათუნა ზახაშვილი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელზე, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა