ავტორი:

ვანესა ბრაიანტი გარდაცვლილი პილოტის ოჯახს უჩივის - "არ გამოიჩინა სიფრთხილე და დაარღვია ფრენის წესები“

ვანესა ბრაიანტი გარდაცვლილი პილოტის ოჯახს უჩივის - "არ გამოიჩინა სიფრთხილე და დაარღვია ფრენის წესები“

ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ცოლი, ვანესა ბრაიანტი ამავე შემთხვევის დროს გარდაცვლილი პილოტის, არა ჯორჯ ზობაიანის ოჯახსა და ავიაკომპანია sland Express Helicopters--ს უჩივის. სწორედ ამ ავიაკომპანიის კუთვნილება იყო ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა განიცადა და რომელსაც კალათბურთელი თავის შვილთან ერთად ემსხვერპლა.

როგორც გამოცემა hollywoodreporter.com წერს. ვანესა ბრაიანტმა სარჩელი სასამართლოში ორშაბათს შეიტანა.

სარჩელში ნათქვამია, რომ 26 იანვარს, როცა ავიაკატასტროფა მოხდა, ღრუბლები დაბლა იყო, ასევე იყო ნისლის ფენა, რაც ფრენისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა. სარჩელის თანახმად, თავდაპირველად პილოტმა შესაბამისი სიფრთხილე არ გამოიჩინა და როცა ტურ-კომპანია დაშვებას ითხოვდა, მან აიღო სპეციალური ნებართვა ფრენის გასაგრძელებლად.

ვანესა ბრაიანტი მიიჩნევს, რომ პილოტმა, ზობაიანმა ფრენის წესები დაარღვია.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ზობაიანმა ვერ შეძლო ამინდის პირობების მონიტორინგი. აფრინდა მაშინ, როცა უკვე წინასწარ იყო ცნობილი რთული მეოტეოროლოგიური პირობების შესახებ და როდესაც რთულ პირობებში აღმოჩნდა, მაინც გააგრძელა ფრენა მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის არე შეზღუდული იყო და არ შეეძლო სწორად ნავიგაცია.

როგორც აღვნიშნეთ ვანესა ავიაკომპანიასაც უჩივილის, რადგანაც როგორც გაირკვა, ვერტმფრენს არ ჰქონდა გამაფრთხილებელი სპეციალური სისტემა.

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი და მისი შვილი 13 წლის ჯიანა კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ გადარჩენილა.

რადარებიდან გაუჩინარებულ თვითმფრინავში 62 ადამიანი იყო, მათ შორის 10 ბავშვი - ბოლო ინფორმაცია ინდონეზიიდან

თვითმფრინავი, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, აფრენის შემდეგ რადარებიდან გაუჩინარდა - რა მოხდა ინდონეზიაში?

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება - "კარგია, რომ არ მოვა..."