ავტორი:

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება - "კარგია, რომ არ მოვა..."

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება - "კარგია, რომ არ მოვა..."

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, არ დაესწროს ინაუგურაციის ცერემონიალს, ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზედაც ის მოქმედ პრეზიდენტს ეთანხმება.

"კარგია, რომ ინაუგურაციაზე არ მოვა. ეს ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზეც მე და ის ოდესმე შევთანხმებულვართ,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში.

„მან გადააჭარბა ჩემს ყველაზე უარეს წარმოდგენას მის შესახებ. ის ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში".

არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი ინაუგურაციას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება.

„ვიცე-პრეზიდენტ მაიკის მოსვლა მისასალმებელია, მოხარული ვიქნები, თუ იქ იქნება,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ინდოეთში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა