ავტორი:

ფოტოები სამტრედიასთან მომხდარი ავარიიდან, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტოები სამტრედიასთან მომხდარი ავარიიდან, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტოები: ნესტან ჩაგელიშვილი

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა

"კორონავირუსის ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც მეგობართან ირანში მოგზაურობდა" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ჯანდაცვის მინისტრი