ავტორი:

რა მიზეზით მიემგზავრება ვანო მერაბიშვილი პოლონეთში

რა მიზეზით მიემგზავრება ვანო მერაბიშვილი პოლონეთში

პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

„ვანო მერაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო...მანაც მაპატია და მეც ვაპატიე" - ვანო მერაბიშვილი

როდიდან დაიწყებს მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - კახა კალაძის კომენტარი

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს - "26 აპრილს ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება"