ავტორი:

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ

ვერძი

მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მაგრამ ცუდი ამინდის დროს ფეხით ნუ ივლით. როგორც გახასიათებთ ხოლმე, ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევთ, რის გამოც თქვენი ნერვული სისტემა დაზიანდება. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციებიც. მიიღეთ დამამშვიდებელი პრეპარატები, ბალახების ნაყენი, თქვენზე კარგად იმოქმედებს მუსიკათერაპია. უპირატესობა კლასიკას ან ლირიკას მიანიჭეთ. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ თირკმელების პროფილაქტიკური გამოკვლევა. გადახედეთ რაციონს და გამორიცხთ ზედმეტად მარილიანი და ცილოვანი საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, ნატურალურ წვენებს. ყოველდღიურად 20 ან 30 წუთი ივარჯიშეთ.

კურო

ორგანიზმი უნდა მოიძლიეროთ, რომ ვირუსებსა და ინფექციებს გაუმკლავდეს. თვის დასაწყისში მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც რაიმეთი დაავადებულები არიან. განსკუთრებით სიფრთხილე გმართებთ მჭრელი საგნებისადმი. შუა თვეს ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა. კარგი კვლევა დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმაში და სწრაფ გამოჯანმრთელებაში. თვის ბოლოს გაუფრთხილდით კბილებს. მოერიდეთ გადამეტებულად ტკბილის ჭამს, შავი ჩაისა და ყავის სმას. მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები. კბილის ტკივილს ნუ მოითმენთ, მიმართეთ სტომატოლოგს.

ტყუპები

ახლობლების მიმართ მეტად პოზიტიური უნდა იყოთ. ცუდი მოშურნეებსაც კი არ უსურვოთ. საკუთარი ნეგატივით თავადვე დაზარალდებით. მეტი დრო გაატარეთ თქვენ მეგობრების (მხოლოდ, ვისთან ყოფნაც სიამოვნებას განიჭებთ) გვერდით. შუა თვეში გამოიკვლიეთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა. შეიძლება მომატებული ქოლესტერინის გამო შემწვარ, ცხიმიან საკვებსა და კვერცხზე უარის თქმამ მოგიწიოთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო და გაიუმჯობესეთ თმის მდგომარეობა. შეგიძლიათ სილამაზის სალონს ეწვიოთ და ვარცხნილობა შეიცვალოთ და შეგიძლიათ ტრიქოლოგთანაც კი ჩაეწეროთ ვიზიტზე. ნახეთ სრულად

პარალელური სამყარო, სადაც კორონავირუსი ვერ აშინებთ - თავბრუდამხვევი ფოტოები რიოს კარნავალიდან

"უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“ - სკანდალის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული პრინცის მიმართვა საზოგადოებას

საქართველოში 23 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოესი დღეები