ავტორი:

ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ 31 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ 31 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებულმა 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა - ვინ არიან გარდაცვლილები

ვინ არიან დარჩელში გარდაცვლილი ახალგაზრდები - უმძიმეს ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს