ავტორი:

ვინ არიან დარჩელში გარდაცვლილი ახალგაზრდები - უმძიმეს ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ვინ არიან დარჩელში გარდაცვლილი ახალგაზრდები - უმძიმეს ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მძიმედ დაშავდა.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - ნანა ჯალაღონია და დავით სოსელია არიან. მათთან ერთად დაიღუპა ახალგაზრდების მეგობარი, მამუკა ტურავა.

გარდაცვლილი წყვილი ერთი წლის დაქორწინებული იყო.

ერთ მანქანაში მსხდომი ახალგაზრდები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. მათი ასაკი 25 წელს არ აღემატება.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები ანაკლიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ამოყირავდა. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

რაც შეეხება დაშავებულებს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით არიან მოთავსებული, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც AMBEBI.GE-ის საავადმყოფოში უთხრეს, ის მართვით სუნთქვაზეა.

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

სროლა ნაფარეულის ქუჩაზე - "სამჯერ გაისროლეს... სავარაუდოდ, ქუჩური გარჩევა იყო"

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს