ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუო R.O x Konoba-ს ახალი კლიპი უკვე ხელმისაწვდომია! სიმღერა, რომლის სახელწოდებაა "Till We Get There" 2018 წელს საქართველოში შეიქმნა და 2019 წელს გამოსული ალბომის – "Album 10"–ის ერთ–ერთი ჩანაწერია. ვიდეოკლიპი გადაღებულია ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებში როგორიცაა: ძველი თბილისი, სამების საკათედრო ტაძარი და დიდგორი. Konoba–მ თავადვე გაუწია კლიპს რეჟისურა და გადაწყვიტა ემუშავა მხოლოდ ქართველებისგან შემდგარ კინორეჟისორთა და მსახიობთა გუნდთან, რათა მიეღო სასურველი შედეგი.
R.O x Konoba რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს გასული 3 წლის განმავლობაში და მათზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ქვეყანამ, ისე გულშემატკივრების მხარდაჭერამ და ენთუზიაზმმა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ კიდევ ერთი შოუს გამართვა, რომელიც 27 მარტს MonoHall-ში გაიმართება, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 27 მარტის შოუ დუოსთვის საბოლოო იქნება, რადგან ზაფხულიდან მათი გზები იყოფა და არტისტები სოლო კარიერას გააგრძელებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ლინკზე: http://tkt.ge/konoba