ავტორი:

"საქართველოს ბანკი" - პირი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუფიქსირდა, ჩვენი თანამშრომელია

"საქართველოს ბანკი" - პირი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუფიქსირდა, ჩვენი თანამშრომელია

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია.

ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები" - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"