ავტორი:

ავარია ბარათაშვილის ხიდზე - ავტომობილი ხიდიდან სანაპიროზე გადავარდა

ავარია ბარათაშვილის ხიდზე - ავტომობილი ხიდიდან სანაპიროზე გადავარდა

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი ბარათაშვილის ხიდზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც პანდუსიდან ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსი ბლოგერის დაბადების დღეზე სახიფათო გართობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

ქობულეთში, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს