ავტორი:

"ღამე გავიყინეთ, ჯერ საჭმელიც არ მოუტანიათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიაბერაშვილი საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებზე

"ღამე გავიყინეთ, ჯერ საჭმელიც არ მოუტანიათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიაბერაშვილი საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, სადაც იგი პრობლემებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჩანაწერში ეს პირი ყვება, რომ საკარანტინო შენობაში, გუშინ ღამით ყველანაირი განმარტების გარეშე მოათავსეს. მისივე ინფორმაციით, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზე მეთვალყურეობას არავინ ახორციელებს, მათ შორის არც მედპერსონალი და არც პოლიცია. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ნამდვილობა უტყუარია.

"ხელთ მაქვს დიდ დიღომში ერთ-ერთ შენობაში კარანტინში მოთავსებული ადამიანის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც იგი დახმარებას ითხოვს.

დავწერ მის რამდენიმე ფრაზას: - მისამართი არ ვიცი სად ვარ, ინტერნეტი რომ არ მქონდეს და ადგილმდებარეობას არ მიჩვენებდეს - არც ექთანი, არც პოლიციელი, არც ადმინისტრატორი, არც მენეჯერი, არავინ არ არის...- ცხელ ხაზზე 15 05-ზე ვრეკავ და გვითიშავენ - ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა - გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ - არავინ გამოჩენილა.

ღამე ვიღაცეები კიდევ მოიყვანეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ვერვის ველაპარაკებით - მეგონა, დილით მაინც მოვა ვინმე-მეთქი- პრევენციის ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ დირექტორს გადავეცით ეს პრობლემა და ჯანდაცვასთან მოაგვარებსო - ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე თუ მოგვარდება ეს ამბავი, სხვა ვერავინ ვერაფერს იზამსო.

update:ეს ხალხი წუხელ მიიყვანეს. 13:00 გახდა და ჯერ საჭმელი არ მოუტანიათ" - წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

კარანტინში არსებულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს ინტერნეტმომხმარებელი მარიამ ბაშარულიც:

"

ეს არის ის გაყინული სუპი, რომელიც კარანტინში (ლანცეტის სასტუმროში) გადაყვანილ საქ.ბანკის თანამშრომელს აჭამეს გუშინ გვიან ღამით. სასტუმროში გადაყვანილი პაციენტები ამ დრომდე მშივრები არიან ! გარდა ამისა სასტუმროში არის აუტანელი სიცივე, არ არის გათბობა. არ აქცევენ ყურადღებას! გუშინს შემდეგ მოსაკითხადაც არ შემოსულა არავინო მწერენ!".

განცხადებას უკვე გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა "ბოდიში მოუხადა ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ".

"მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება" - განაცხადა გამყრელიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"