ავტორი:

"აქ პანიკა..." - ირანში ცეცხლი წაუკიდეს საავადმყოფოს, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ

"აქ პანიკა..." - ირანში ცეცხლი წაუკიდეს საავადმყოფოს, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ

სამხრეთ ირანში მდებარე ქალაქ ბანდარ აბაზში, ირანელებმა ცეცხლი წაუკიდეს იმ საავადმყოფოს, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობდნენ.

ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემები წერენ. Alarabiya.net-ის ცნობით, ქალაქის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ კორონავირუსით დაავადებული 10 ადამიანი მათი ქალაქის კლინიკაში ჰყავდათ კარანტინში, რის შემდეგაც, ვირუსის პრევენციის მიზნით, კლინიკას ცეცხლი წაუკიდეს. გამოცემისთვის უცნობია მართლა იყვნენ თუ არა Covid-19-ით დაინფიცირებული ადამიანები კლინიკაში.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება Twitter-შიც. NBC-ის კორესპონდენტი, ალი აროუზი წერს, რომ კლინიკას ცეცხლი გაბრაზებული ადამიანების ჯგუფმა წაუკიდა: "აქ პანიკაა. ჯერ კიდევ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მართლა მოხდა"- წერს აროუზი.

An angry crowd set fire to a clinic in Bandar Abbas, south of #Iran because it had patients in it suffering from #coronavirus. Some people say the patients were from Qom -very far away- and this had angered the mob. There is a sense of panic. Still hard to believe this happened. pic.twitter.com/e6nRRrlKDx
— Ali Arouzi (@aliarouzi) February 29, 2020

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვცრელდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ირანში მზარდია. BBC წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში ვირუსით, სულ ცოტა, 210 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ირანის ოფიციალური პირები სხვა ციფრებს ასახელებენ. მათი ცნობით, ირანში ვირუსმა 34 ადამიანი იმსხვერპლა

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი გადააყენა