ავტორი:

"ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, გააზავეთ წყალში და გამოიყენეთ" - ამირან გამყრელიძე

"ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, გააზავეთ წყალში და გამოიყენეთ" - ამირან გამყრელიძე

"ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია და სანამ პრობლემა აღმოიფხვრება, შესაძლებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

"დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში და ყველგან, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც - საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი.

შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში - ჭაჭა დასლევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში დაკვირვების ქვეშ 150-მდე ადამიანია, ხოლო კორონავირუსის კლინიკური სიმპტომებით ამჟამად საავადმყოფოებში სულ 41 პაციენტია მოთავსებული.

"როგორც მოგეხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილება, ვივა-მედი, ასევე მოგეხსენებთ უკვე იღებს საკარანტინოდ და ასევე შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგიც, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ასევე, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში. შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, 5 არის სეფსისის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში, სადაც ინფექციური პროფილის ორი საავადმყოფოა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - "ტესტმა აჩვენა, რომ ვირუსი შემცირებულია"

"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად

დღეს „m2 ჯგუფმა“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობის ნებართვა აიღო