ავტორი:

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა

თბილისში, ისანში, შვილის მიერ დედის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მეზობელი აცხადებს, რომ დედა-შვილს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. როგორც მეზობელი ჰყვება, სახლში დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო.

"არაფერი ხმაური არ გამიგია, დღეს გავიგე, რომ მკვლელობა მომხდარა. მე ვიცნობდი მათ შორიდან, დიდი ხანია აქ ცხოვრობენ. არანაირი კონფლიქტი არასდროს არ შემიმჩნევია, ძალიან კარგი ხალხი იყვნენ, წყნარი ოჯახი იყო საკმაოდ. დედა და შვილი ცხოვრობდნენ სახლში და მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია. მე თვითონაც გაკვირვებული ვარ, რომ ასეთი რამე მოხდა. რაც შეეხება მეზობლებთან კონფლიქტს, მე არასდროს არ გამიგია. როგორც ვიცი, ნასამართლევი არცერთი ყოფილა", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ცნობისთვის, შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

სროლა ნაფარეულის ქუჩაზე - "სამჯერ გაისროლეს... სავარაუდოდ, ქუჩური გარჩევა იყო"

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს