ავტორი:

საქართველოს ისტორიის ოთხივე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ისტორიის ოთხივე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

2 მარტიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის IV, დამამთავრებელიტომი ხელმისაწვდომია.

"ამ ტომში XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდია გადმოცემული - ეს არის უდიდესი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, დიდი ისტორიული ქარტეხილების, მსოფლიო ომების, რევოლუციების, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის, სოციალური ილუზიების, შემოქმედებითი შრომის, სოციალური და კულტურული დაწინაურების ისტორიული ხანა", - პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი.

საქართველოს ისტორიის ოთხი ტომი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და ეპიზოდი უძველესი დროიდან დღემდე. გამოცემაში წაიკითხავთ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფასდება ქართველი ლიდერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე დაგაინტერესებთ ინფორმაცია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

ეს არის ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებების მქონე 13 ავტორი მუშაობდა. ისინი აღწერენ ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ეს ყველაფერი კი თანამედროვე გადმოსახედიდან არის შეფასებული.

ოთხტომეულში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტური ფოტომასალა.

წიგნის სპეციალური ფასია - 10,00 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 11.50.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

ყველა ბავშვი მკითხველია - ლიტერატურული დღესასწაული ბავშვებისათვის

„წიგნების თარო“ მცხეთაში - ლექცია “ხელნაწერები არ იწვიან“- როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას