ავტორი:

"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

30 აგვისტოს მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 10 სექტემბრიდან პერმანენტული აქციები დააანონსა, მანამდე კი გამოძიებას ვადა მისცა იმ პირების დასადგენად, ვინც 18 ივლისს გოგონა სახლიდან გაიტყუეს. ოჯახი პროკურატურისგან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და სატელიტური ფოტოების გასაჯაროვებას მოითხოვს.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, თამუნამ შემთხვევით გახსნა იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილი, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. ამ საკითხს დიდი რეზონანსი მოჰყვა ჩვენში, რის თაობაზეც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- ქალბატონი თეონა თამაზაშვილი მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იყო. თუ დაასახელა წყარო, ვინც მიაწოდა ინფორმაცია? იარაღთან დაკავშირებულ ტრანზაქციას ვგულისხმობ...

- ქალბატონ თეონას სტრესული მდგომარეობა აქვს და ბევრ რაღაცას თანდათან იხსენებს. მან მოსამართლეს უამბო, რომ ეპიდემიის დროს რაღაც გადაცემა იყო აზერბაიჯანზე და მდიდრულ სახლებს უჩვენებდნენ. მოგეხსენებათ, ისინი ჰერეთიდან არიან, იქ ბებია ჰყავდათ. დედას უთქვამს, რა მდიდრულად ცხოვრობენ აზერებიო და, თამუნას უპასუხია, დედა, შენ არ იცი, იქ რა ხდება და რა მოხდებაო. უკითხავს, შენ რა იციო და, თამუნას უთქვამს, ვიცი, ბევრი რაღაც ვიციო. როცა გამოკითხვაზე ქალბატონ თეონას კითხვები დაუკონკრეტეს, თქვა, ის ფლეშკა როგორც მოიპარეთ, ისე დააბრუნეთ და კარგად გაშიფრეთ, იქაა ყველაფერზე პასუხიო. ისიც გაიხსენეთ, რომ პოლიციელმა უთხრა მამას, თქვენი შვილი შარშიაო. კომპიუტერი ვერ გახსნეს, მაგრამ ეტყობა, ფლეშკა ნახეს და იქიდან დაასკვნეს. ქალბატონმა თეონამ ისიც თქვა, ინტერნეტში ბევრი სტატია ვნახე და ამან გამახსენა აზერბაიჯანზე ჩვენი დიალოგიო.

- იარაღი ხომ არ უხსენებია თამარს?

- თამარს იარაღზე არაფერი უთქვამს, მაგრამ დედა ამბობს, რომ არაერთი გადაცემა იყო, რომელშიც ნანახი მაქვს, როგორ გადაჰქონდათ მარნეულიდან აზერბაიჯანში იარაღი და ამას დავუკავშირე. ამასთან, სამ მაღალჩინოსანზე ვერსია რომ მოვისმინე, ისიც იარაღს დავუკავშირეო. იყო ასეთი ვერსიაც, ვინაიდან თამარს საფრანგეთში ისეთ უნივერსიტეტში აქვს პრაქტიკა გავლილი, შესაძლოა მასზე უშიშროება გასულიყო. მერე ამ კითხვებიდან უცებ დაკითხვაზე გადავიდნენ და ეკითხებიან, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მანქანა იქ არ იდგაო... მაშინ მოგვიტანონ სატელიტის ფოტოები 18-დან 22 ივლისამდე, რომელსაც ვითხოვთ. იხილეთ სრულად

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი