ავტორი:

11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით

11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დეტალური რეკომენდაციებით მიმართავს.

ზახაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ადამიანები, რომელთაც იზოლაციაში ყოფნა განესაზღვრებათ, სახლში დამოუკიდებელ ოთახში განთავსდნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდონ.

"ამ პერიოდში თვითიზოლაცია და იზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმისთვის, რომ მოხდეს ინფექციის შემდგომი გავრცელების შეკავება. წესები შედგება 11 პუნქტისგან, რომლის დაცვაც არაა სირთულე. ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ შეუქმნის დამატებით დისკომფორტს. მოგება ამ წესების დაცვისგან იქნება წარმოუდგენლად დიდი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც განესაზღვრება, რომ ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციის მდგომარეობაში და ასეთები არიან ინფექციის მაღალი გავრცელების არეალებიდან დაბრუნებული ადამიანები, ასევე დადასტურებულ შემთხვევასთან ახლოკონტაქტირებული პირები, ჩამოსვლიდან ან ამ კონტაქტიდან შემდგომი 14 დღის განმავლობაში - რასაც ვურჩევთ ასეთ ადამიანებს ეს არის:

  1. დარჩით სახლში. ასეთი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში, არ უნდა იარონ სკოლებში, სამსახურში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არ უნდა მოახდინონ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ შესაძლებელია, 14 დღის განმავლობაში, ის საჭიროებები, რაც გვიდგება ხოლმე, მაგალითისთვის საყიდლები, დაიკმაყოფილონ სხვა ადამიანების დახმარებით, ან ინტერნეტშეკვეთებით და მიუთითონ, რომ მათთვის განკუთვნილი საგნები დარჩეს მათ კარებთან.
  2. შეზღუდონ კონტაქტები მათთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან. თუ ერთ ბინაში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს თვითიზოლაციაში, უნდა იყოს განცალკევებულ საძინებელში და ეცადოს, რაც შეიძლება იშვიათად გამოდიოდეს ოთახიდან. საერთო სივრცეების გაზიარებისას უნდა ეცადოს, რომ ამ სირცეებში შეხება და ოჯახის წევრებთან შეხვედრა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და თუ მაინც ხდება შეხვედრა, გამოიყენოს ნიღაბი.
  3. თუ ასეთ ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, რაიმე სხვა მიზეზით, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს იმ ექიმს, ვისთანაც აპირებს ვიზიტს, გააფრთხილოს მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რათა კარგად დაიგეგმოს მისი ვიზიტი. იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი.
  4. მეოთხე რჩევა არის ის, რომ მითითების შესაბამისად, გამოიყენოს ნიღაბი.
  5. ხველისა და ცემინების ეტიკეტი. ცხვირზე აიფარონ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ მაშინვე უნდა გადააგდონ უსაფრთხოდ.
  6. ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
  7. არ გამოიყენონ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. თვითიზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. მათ გარეცხვა უნდა მოხდეს განცალკევებით.
  8. დააკვირდნენ თავიანთ ჯანმრთელობასა და სიმპტომებს. თუ შეიმჩნევა გაუარესება, აქვთ ტემპერატურა მომატებული, გაუჩნდებათ ხველა ან სუნთქვის გაძნელება, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს.
  9. ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სტუმრებს. უცხო ადამიანების სტუმრობისგან შეიკავეთ თავი.
  10. რაც შეეხება შინაურ ცხოველებს, თუ გყავთ ასეთი ცხოველები, ეცადეთ, რომ მათთან კონტაქტი შეზღუდოთ. თუ იძულებული ხართ, რომ გქონდეთ კონტაქტი, დაიბანეთ ხელი კონტაქტს შემდეგ.
  11. ნარჩენებს შეეხება, გამოყენებული ხელსახოცები და ნიღბები უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში, შევსების შემთხვევაში პარკს გადაეკვრება თავი, მოთავსდება განმეორებით მეორე პარკში, ამასაც გადაეკვრება თავი და ამის შემდეგ შეიძლება განადგურებულ იქნას საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად და ასეთი ნარჩენების პარკში არ მოათავსოთ საკვების ნარჩენები“,- განაცხადა ზახაშვილმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"