ავტორი:

რა მდგომარეობაშია კორონავირუსით დაავადებული მეოთხე პაციენტი - ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

რა მდგომარეობაშია კორონავირუსით დაავადებული მეოთხე პაციენტი - ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პაციენტი, რომელიც იტალიიდან საქართველოში 1-ელ მარტს დაბრუნდა ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენი სამი პაციენტისგან განსხვავებით, ბოლო შემთხვევაში მდგომარეობა შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისი თქმით, დაავადება ჯერჯერობით არ პროგრესირებს.

VIDEO: "ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა" - მარინა ეზუგბაია კონონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პაციენტზე

"განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშინდელი დღის შემდეგ, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია და ჩამოფრენიდან საავადმყოფოში მიმართვამდე სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მიმდინარეობს დაკვირვება მისი ოჯახის წევრებზეც.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"