ავტორი:

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

ყველამ იცის, რომ ერთი ჭიქა ღვინო სასარგებლოა, თუმცა თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ არანაკლებ სასარგებლოა ერთი ჭიქა ლუდიც. ეს ყველაფერი კი ნატურალურ, დანამატების გარეშე გაკეთებულ პროდუქციას ეხება. თუმცა რომელია ნატურალური ლუდი? ინდუსტრიული ლუდები პასტერიზაციით მზადდება და მათ სარგებლიანობაზე გადაჭრით საუბარი შეუძლებელია. მეორე მხრივ, არსებობს კრაფტ ლუდი, რომელიც ზედმეტი დანამატებისა და პროცედურების გარეშე მზადდება და 100%-ით სუფთა პროდუქტია. კრაფტ ლუდის კულტურა 1950-იანი წლებიდან აშშ-ში დაიწყო და დღეს მას ლუდის ბაზრის დაახლოებით 20% უკავია. ტექნოლოგები ამ ტიპის ლუდს საწყისებში დაბრუნებას უწოდებენ.

კრაფტ ლუდი ბოლო წლებში საქართველოშიც ძალიან პოპულარი გახდა. განსაკუთრებული არომატებითა და პოპულარობით კი ლუდსახარში „ჩემო კარგი“ სარგებლობს, რომელიც ამ დროისთვის მომხმარებელს 5 ტიპის კრაფტ ლუდს სთავაზობს.

„კრაფტ ლუდი პირდაპირი გაგებით არის ხელნაკეთი. ეს ნიშნავს, რომ მის წარმოებაში მეტი ენერგია, მონდომება და ემოცია არის ჩადებული. ინდუსტრიული ლუდების შემთხვევაში საქმეს დანადგარი აკეთებს. ამ შემთხვევაში კი ტექნოლოგი, ლუდის მხარშავი ყველაფერს საკუთარი ხელით ქმნის. მათ ქიმიკოსები და ალქიმიკოსებიც კი შეიძლება ვუწოდო. კრაფტ ლუდის მწარმოებლები ხარისხზე უფრო მეტად არიან ორიენტირებული, ვიდრე გაყიდვების რაოდენობაზე. სწორედ ამიტომ არის ის განსაკუთრებით ხარისხიანი და გემრიელი. კრაფტ ლუდის ისტორია კალიფორნიაში 1950-იან წლებიდან იწყება, როდესაც ინდუსტრიის საფუძვლიანი გადაკეთება მოხდა. შეიცვალა სტანდარტები, ჩამოყალიბდა შიდა სტანდარტი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს. ჯერ აიტაცა დიდმა ბრიტანეთმა, შემდეგ კი მთელმაევროპამ და მათ შორის,საქართველომაც. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ლუდი დაუბრუნდა თავის საწყისებს და მის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო,“- განმარტავს „ჩემო კარგოს“ მთავარი ტექნოლოგი გიორგი მაისურაძე.

კრაფტ ლუდი VS ინდუსტრიული ლუდი

გასულ საუკუნეში მთელი მსოფლიო მოიცვა ინდუსტრიულმა ლუდსახარშებმა, რომელსაც შეიძლება დაშტამპული ეწოდოს.ქართული ლუდის წარმოებისას ხშირ შემთხვევაშიიხარშება ერთი ბადაგი და ფილტრაციის შედეგად ვიღებთ 3 სხვადასხვა ლუდს. ეს პროცესი ხარისხის სტანდარტებს კი აკმაყოფილებს, მაგრამ გემოვნური თვისებებით არ არის ნამდვილი ლუდი. კრაფტ ლუდის წარმოების პროცესი სრულიად განსხვავებულია, სწორედ ამიტომ თითოეული სახეობის ლუდი განსხვავებულია ხასიათით, გემოთი, სხეულით...

ელი და ლაგერი - ლუდის ტიპები

ზოგადად, არსებობს ლუდის ორი სახეობა: ქვედა და ზედა დუღილის. ზედა დუღილით წარმოებულ ლუდს ელი ეწოდება. მისი დადუღება ხდება 15-25 °C ტემპერატურაზე. ელის ტიპის ლუდებში ალკოჰოლური შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ლაგერის ტიპის ლუდებში და უფრო მუქი ფერისაა. ეს არის უფრო ბრიტანული სტილის ლუდი, რომელიც გამოირჩევა მეტი არომატით და მეტი სხეულით.

ლაგერის ტიპის არის ქვედა დუღილის ლუდი. დღეს ლუდის ბაზრის დაახლოებით 65% სწორედ ლაგერის ტიპის ლუდებს უკავია. ის უფრო ღია ფერის, მეტად მშრალი, ნაზი და მსუბუქი დასალევია, ალკოჰოლიც ნაკლები აქვს, სწორედ ამიტომ გახდა ის მეტად პოპულარული.

შავი და ღია ფერის ლუდი

ლუდის ფერს ალაოს ტიპი განსაზღვრავს. თუმცა, გარდა ამისა, არაერთი ნიუანსია მნიშვნელოვანი, მათ შორის: დუღილის დრო, შელესვის პროცესი. შელესვა ნიშნავს ალაოს და წყლის შერევას, ტემპერატურული რეჟიმის გავლას. როგორც წესი, ღია ფერის ლუდი უფრო მსუბუქი დასალევია, შავი კი - უფრო სხეულიანი და მძაფრ არომატიანი.

გაფილტრული და გაუფილტრავი ლუდი

ფილტრაცია გვეხმარება ლუდის გამჭვირვალე ფერის მიღებაში. გაფილტრული ლუდიშედარებით ნაკლებ კალორიულია. ფილტრაციის დროს ხდება ზედმეტი მინარევების გამოცლა, თუმცა ამავდროულად იცვლება ფერიც. გაუფილტრავი ლუდი უფრო ტრენდული და გემრიელია.

კრაფტ ლუდი საქართველოში

საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოებაში ინოვატორი ქარხანა „ჩემო კარგოა“, რომელიც ადგილობრივად 5 ტიპის ლუდს აწარმოებს, მათ შორის, ელის ტიპის ლუდსაც. ქარხანა ინოვატორია იმ კუთხითაც, რომ მათ საქართველოში შემოიტანეს რამდენიმე ისეთი რეცეპტი, როგორიცაა ირლანდიური სტაუტი და ბელგიური თეთრი ლუდი. წარმოებაში კიდევ რამდენიმე უნიკალური რეცეპტის ლუდის წარმოება იგეგმება.

„წარმოებაში უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ. პრემიუმ კლასის სვია და ალაო გერმანიიდან შემოგვაქვს. სპეციალურად არ ვხმარობთ ქართულს, რადგან ხარისხში რადიკალური განსხვავებაა. ზოგადად, წარმოებაში მხოლოდ 4 პროდუქტს: წყალს, ალაოს, სვიასა და საფუარს ვიყენებთ. პრემიუმ ხარისხის ლუდის წარმოება ავტრიულ-გერმანული ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლუდსახარშიაპარატებით ხდება. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები ამიერკავკასიაში სწორედ ჩვენ ვართ,“ - განმარტავს „ჩემო კარგოს“ მთავარი ტექნოლოგი.

მისივე განმარტებით, საქართველოშიც ისევე როგორც მსოფლიოში,ლაგერის ტიპის ლუდი უფრო პოპულარულია. „ჩემო კარგოს“ ასორტიმენტიდან ყველაზე მოთხოვნადი არის „კარგო“. ეს არის მსუბუქი, დაბალანსებული სხეულის მქონე, ლაგერის ტიპის ლუდი, რომელშიც სვიისა და ალაოს არომატი იგრძნობა. ლუდის ეს სახეობა გერმანულ სტილზეა მორგებული.

„კარგოს“ გარდა, „ჩემო კარგოში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილზე წარმოებული კიდევ 4 სახეობის ლუდი: „ამბერლაგერი“, „ვითი“, „ეიპიეი“ და „სტაუტი“.

„ამბერლაგერი“ ამერიკულ სტილზე დაყენებული, შედარებით ძლიერი სხეულის მქონე ლუდია, რომელიც მაღალი სიმწარით და არომატით გამოირჩევა. დალევის დროს 2-3 სხვადასხვა არომატი იგრძნობა, საბოლოოდ კი სრულიად განსხვავებულ გემოს ტოვებს.

ბელგიური თეთრი ლუდი „ვითი“ არის შედარებით მივიწყებული სტილის ლუდი, მკვეთრად სახასიათო გემოვნური თვისებებით. „ჩემო კარგომ“ ამ ლუდში ქართული შტრიხები შეიტანა.

„ეიპიეი“ ელის ტიპის ლუდია. დადუღების შემდეგ მას ეხსნება საფუარი და ემატება სვია. ეს არის ბოლომდე არომატული ლუდი, რომელიც გემოთი ყველაზე გამორჩეულია. კალიფორნიულ სტილშია გადაწყვეტილი.

ირლანდიური „სტაუტის“ წარმოებაშიც საქართველოში პირველი „ჩემო კარგო“ იყო. ის გამოირჩევა დაბალანსებული გემოთი, იგრძნობა მეტად ალაოს არომატი, ვიდრე სვიის. აქვს ბლანტი მძიმე სხეული და კრემისებური ქაფი.

„ქართული ბაზარი კარგად შევისწავლეთ და დავიწყეთ ყველაზე პოპულარული ლუდების მოხარშვა. მეორე მხრივ კი, ვქმნით იმას, რაც ბაზარს აკლია. ყველა რეცეპტი ჩემი შექმნილია და მასში ქართული ხასიათია შეტანილი. ლაგერის ტიპის ლუდი ყველაზე კარგად იყიდება, მაგრამ ამავდროულად ჯერ არ შეგვხვედრია ადამიანი, რომელმაც „ვით ბეარზე“ თქვა, რომ არ მოეწონა. ხუთივე სპეციფიკური და განსხვავებულია. პოპულარობა, კი რომელიც ძალიან მალე მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი ინდივიდუალიზმის, უმაღლესი ხარისხის ნედლეულისა და პრემიუმ აპარატურის დამსახურებაა,“ - განმარტავს გიორგი მაისურაძე.

„ჩემო კარგოს“ ლუდი, პრემიუმ ხარისხის მიუხედავად, ყველასთვის მისაღები საფასო სეგმენტისაა. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე ჩამოსხმით, ასევე მოქმედებს სახლში მიტანის სერვისიც.

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

17.000 ლარი ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად მაზდა ცენტრი თეგეტასგან