ავტორი:

"ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან..." - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან..." - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ ერთი კლასტერი, ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. დღევანდელი საღამოთი ცხრა დადასტურებული შემთხვრევა გვაქვს კორონავირუსული ინფექციის“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აქამდე კორონავირუსის ოთხი შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, ის 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეოთხე შემთხვევა იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს გუშინ დაუფიქსირდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"