კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდასტურდა - გამყრელიძე

კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდასტურდა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდგინდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.

"44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ერთი ჯგუფი ადამიანების, ვინც იყო ერთად სამოგზაუროდ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში...

ამჟამად მიმდინარეობს უკვე აი ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა და რა თქმა უნდა, კონტაქტები კიდევ გაფართოვდება. თითოეულ მათგანთან ახლა დაიწყება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა,სადაც საჭირო იქნება, შესაბამისად ჩატარდება ლაბორატორიული გამოკვლევები. რა თქმა უნდა, ამ ყველა კონტაქტს უკვე მიცემული აქვს რეკომენდაციები, რომ გადაყვანილები იქნებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში შესაბამისი მეთვალყურეობითა და მონიტორინგით და პროცესების განვითარების შესაბამისად დამატებით მოგახსენებთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 9 ადამიანი.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"