ავტორი:

"მოემზადონ სამი სცენარისთვის" - რა რეკომენდაციას აძლევს WHO სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს

"მოემზადონ სამი სცენარისთვის" - რა რეკომენდაციას აძლევს WHO სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს

"რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, მოემზადონ სამი სცენარისთვის" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პირველი სცენარი არის, როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია.

მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე - როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის.

ეს იქნება განხილვის მთავარი თემა, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგადად, საპასუხო ზომები და მზაობა უნდა იყოს კომპლექსური, ჩვენ სხვადასხვა ასპექტები უნდა განვიხილოთ დაწყებული სახელმწიფო კოორდინაციით და კომუნიკაციით, რაც გულისხმობს საავადმყოფოების მზაობას, ჯანდაცვის სისტემის მზაობას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას“, - აღნიშნა დომენტემ.

ცნობისთვის, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით ღონისძიება იმართება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ 40-მდე ელჩს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"