ავტორი:

რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს

რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა 98 436 ადამიანი. მათგან 55 659 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 387 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანმო-მ ჩინეთში სპეციალური მისიით მედიკოსთა და მკვლევართა ჯგუფი მიავლინა. მათ შეისწავლეს და აღწერეს კორონავირუსით დაინფიცირების 55 924 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნეს. worldometers.info სპეციალისტების დასკვნაზე დაყრდნობით სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს.

სტატისტიკა მოიცავს გარდაცვლილთა ასაკობრივ ჯგუფებს, სქესს და თანმდევ დაავადებებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რიგ შემთხვევებში უცნობია გარდაცვლილთა სქესი, ასაკი და თანმდევი დაავადება და ამიტომაც, მონაცემები 100%-იან ჭრილში არ უნდა განვიხილოთ.

სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 80 წელს გადაცილებულ ადამიანებშია. კონკრეტულად კი, გარდაცვლილთა 14.8% 80+ ასაკისაა, 8% - 70-დან 79 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 3.6% - 60-დან 69 წლამდე ადამიანები არიან, 1.3% - 50-დან 59 წლამდე ადამიანები, 0.4% - 40-დან 49 წლამდე ადამიანები.

ყველაზე დაბალია სტატისტიკა ათიდან 40 წლამდე ადამიანებში, კერძოდ: გარდაცვლილთა 0.2% - 30-დან 39 წლამდე ადამიანები არიან, 0.2% 20-დან 29 წლამდე, 0.2% - კი 10-დან 19 წლამდე ასაკის (სტატისტიკა 100%-ს არ ქმნის რადგანაც ყველა გარდაცვლილის ასაკი აღწერილი არ არის)

აღსანიშნავია, რომ 9 წლამდე ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება!

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარდაცვლილთა შორის კაცები უფრო მეტია, ვიდრე ქალები. დადასტურებულად ცნობილია, რომ გარდაცვლილების დადასტურებულ შემთხვევათა 4.7% მამაკაცია, ხოლო 2.8% - ქალი (სტატისტიკა 100%-ს არ ქმნის, რადგანაც დანარჩენ გარდაცვლილთა სქესი აღწერილი არ არის).

ექიმები ყოველივეს იმას უკავშირებენ, რომ ჩინეთში ქალებთან შედარებით უფრო მეტი მამაკაცია თამბაქოს მომხმარებელი. თამბაქოს მომხმარებელი ადამიანები კი, რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას თანმდევი დაავადებების მიხედვით - გარდაცვლილთა 13.2% კარდიოვასკულარული დაავადებების მატარებელი იყო, 9.2%-ს დიაბეტი ჰქონდა, 8.0% ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით იყო დაავადებული, 8.4%-ს ჰიპერტონია აღენიშნებოდა, 7.6%-ს კი ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი (შენიშვნა: სტატისტიკა 100%-ს არ ქმნის, რადგანაც ფატალური შედეგების რიგ შემთხვევებში უცნობია თანმდევი დაავადებების არსებობის შესახებ).

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ რეკომენდაციებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა