ავტორი:

"ქალაქი მკვდარია, დაცარიელებულია მაღაზიები, პირბადეების მარაგი ამოიწურა" - რას ჰყვება ფლორენციაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

"ქალაქი მკვდარია, დაცარიელებულია მაღაზიები, პირბადეების მარაგი ამოიწურა" - რას ჰყვება ფლორენციაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე AMBEBI.GE -ს კორონოვისრუსთან დაკავშირებით იტალიაში არსებული ვითარების შესახებ უამბობს.

ქალაქ ფლორენციაში მცხოვრები თინათინ სულაძე ამბობს, რომ ვირუსი ძირითადად ფლორენციაში, მილანსა და კომოშია გავრცელებული. მისივე თქმით, ქუჩები ხალხისგან დაცარიელებულია, მოსახლეობა ცდილობს, სახლიდან არ გამოვიდეს.

"სკოლები და ბაღები დროებით დაიხურა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხი არ არის. მაღაზიებიც დაცარიელებულია. მე ფლორენციაში ვცხოვრობ და ქალაქი მკვდარია ფაქტობრივად. ძირითადად მოხუცები იხოცებიან, მაგრამ ლომბარდიაში სამი დღის წინ, კორონავირუსით ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა. ფრენები დროებით გაუქმდაო და რაღაც რეგულაციები დაწესდაო.ხვალ მოფრინავს ჩემი მეგობარი, იმედია პრობლემა არ შეექმნება", - ამბობს ემიგრანტი.

საქართველოს მოქალაქის თქმით, იტალიაში აფთიაქებში პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტია.

"პირბადეების მარაგი მთლიანად ამოიწურა. ახლა სხვანაირი პირბაადეები შემოვიდა - რესპირატორები, ყიდვაზე პრობლემაა აქაც. სადეზინფექციო ხსნარებიც გაქრა, თუ სადმე იშოვი, ძვირია ძალიან.

ვველოსიპედით მივდივარ სამსახურში, მოხუცებს ვუვლი. პატარა ბაღია და იქ ცხოვრობენ ერთად მოხუცები, რომლებსაც მეხსიერების პრობლემა აქვთ და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან. დახურულ სივრცეში ყველას პირბადეები უკეთია. მე ყოველდღე ველოსიპედით დავდივარ და ვცდილობ ყველანაირად , რომ თავი დავიცვა ინფექციისგან" - უყვება AMBEBI.GE -ს თინათინ სულაძე.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"