სამკურნალოდ გამოიყენება სიმინდის ულვაში. იგი უნდა მოცილდეს ტაროს მარცვლების რძისებრ სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში ნედლეული უნდა გაიშალოს თხელ ფენად და გაშრეს ჩრდილში. მისი შენახვა შეიძლება მშრალ ადგილას მხოლოდ 5-6 თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება.
სიმინდის ულვაში შეიცავს ცხიმს, C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც შარდმდენი, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტის სადინარებისა და ღვიძლის დაავადების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ 1 ჩაის კოვზ სიმინდის ულვაშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და სვით როგორც ჩაი დღეში 4-6-ჯერ თითო სადილის კოვზი. შარდის გამოყოფა მკვეთრად გაძლიერდება.
სიმინდის მარცვლებიდან მიღებულ ზეთს იყენებენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემამცირებელ საშუალებას. ამ მიზნით საჭმელი უნდა დაამზადოთ ზეთზე, განსაკუთრებით სალათების.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)