ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი სუხიშვილებთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს ექსპრეზიდენტი კიევიდან

მიხეილ სააკაშვილი სუხიშვილებთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს ექსპრეზიდენტი კიევიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ილიკო და ნინო სუხიშვილები, ასევე შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, სუხიშვილების ანსამბლის ადმინისტრატორი ხატია ეკიზაშვილი არიან გადაღებული. როგორც აღმოჩნდა ექსპრეზიდენტმა ქართველ სტუმრებს კიევში, მის სახლში უმასპინძლა. როგორც ცნობილია, ანსამბლს უკრაინაში ხუთდღიანი ტურნე ჰქონდა.

"ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა, ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება "ქალის ტორსო".

ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო თუნდაც იმიტომ რომ, ამ ქანდაკების გახსნას დაესწრნენ, გენიალური ქართველები ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ასევე სუხიშვილების ანსამბლის ადმინისტრატორი ხატია ეკიზაშვილი და Reuters-ის ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ანთიძე. ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გამოგვივიდა ჩემს იაპონურ ბაღში.

P.s სუხიშვილების ანსამბლმა უკრაინის კულტურის სასახლე, სადაც 4000 ადამიანი ეტევა, ხუთი დღის განმავლობაში გაავსო ისე რომ არცერთი ბილეთი არ იშოვებოდა. გარეთ უამრავი მთხოვნელი დგას ზედმეტი ბილეთის...როგორ შეიძლება არ იამაყო!" - წერს სააკაშვილი.

დაპირისპირება ცესკო-სთან - პოლიციამ 3 პირი დააკავა

ბაღდათში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა"

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა