ავტორი:

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე - "მე და ჩემი შვილები თვითიზოლაციაში ვართ გაგების დღიდან..."

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა - 13 ადამიანი, იტალიაში მოგზაურობასთან ან, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებთან არის დაკავშირებული. 2 ინფიცირებული ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა.

ამ ეტაპზე ყველაზე მძიმეა 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. თუმცა, ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, კორონავირუსით დაავადებულ არცერთ პირს ამ ეტაპზე არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება.

COVID-19 ვირუსით იტალიიდან შემოსული ადამიანისგან დაინფიცირდა კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. AMBEBI.GE ესაუბრა დაავადებული მამაკაცის მეუღლეს, თუმცა მის ვინაობას ინფიცირებულის უფლებების დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროვებთ.

როგორც ჩვენთან საუბარში ქალბატონი აღნიშნავს, მისი მეუღლის დაინფიცირების წყაროც იტალიიდან ჩამოსული ადამიანი გახდა.

"ჩემი მეუღლე არის მე-14 დაინფიცირებული. კარგად არის, აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე. მე და ჩემი შვილები ვართ თვითიზოლაციაში გაგების დღიდან და არ წარმოვადგენთ ინფიცირების წყაროს.

მეც მინდა პასუხისმგებლობით მოვექცეთ ამ ვითარებას. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან. დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვირჩევენ ექიმები. "ეს მე არ დამემართება" - გამორიცხეთ!" - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ორ შვილთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება. "კარგად მუშაობენ, კვალს მიჰყვებიან და აკონტროლობენ. იმედია, მოქალაქეებიც მოიქცევიან სათანადოდ" - გვიყვება კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მეუღლე.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"