ავტორი:

კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

ცნობისთვის, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სავარაუდო შემთხვევებზე ტესტებს აქამდე მხოლოდ თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია ატარებდა.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში - 178, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 56 პირი რჩება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"