ავტორი:

"თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან ქართველები ჩამოდიან, არიან ექიმები, დაცულია უსაფრთხოების ზომები" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

"თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან ქართველები ჩამოდიან, არიან ექიმები, დაცულია უსაფრთხოების ზომები" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები ჩამოდიან, უსაფრთხოების ზომები დაცულია.

როგორც ხვთისიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა, თვითმფრინავში არიან ექიმები, რომლებიც მგზავრებს შეამოწმებენ.

"უსაფრთხოების ზომები დაცულია. აღჭურვილობა არის თვითმფრინავში, არის ხალხი, რომელიც გამცილებელი და გამყოლია, ისინი არიან ექიმები და გზაში ამ ხალხს ჩაუტარებენ გამოკითხვას და შეამოწმებენ, რამდენადაც შესაძლებელია. თითოეულ მგზავრს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, პირბადეები და ასეთი ნორმების დაცვით მოდიან. ერთმანეთის გვერდით არ სხედან, შესაბამისი დისტანციის დაცვით განთავსდა ეს ხალხი. ის პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია ასეთი შემთხვევებისთვის, მაქსიმალურად არის დაცული" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ამ თვითმფრინავით მგზავრობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თბილისში დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდათ შეძენილი და საქართველოს მთავრობის მიერ იტალიასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის გამო ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში. მისივე განცხადებით, ყველა მგზავრი, ვინც განაცხადა შეავსო, დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, იტალიიდან საქართველოს 200-მდე მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"