ავტორი:

"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ

"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 7 პაციენტის ანალიზის პასუხები რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ინფექციაზე საეჭვო პაციენტების მიმართვიანობა არ გაზრდილა.

"დღეს ამ მომენტისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება სულ 40 ადამიანი, ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც იყო გუშინ. ახალი კორონავირუსით ინფექციაზე საეჭვო ავადმყოფების მომართვიანობის მხრივ მატება არ აღინიშნება . დღეს აღებულია მასალა, გამოკვლევა დილის საათებში აუღეს 7 პაციენტს და პასუხები იქნება ახლა წუთი წუთზე, ხოლო დღის მეორე ნახევარში აუღეს მასალა გამოსაკვლევად 17 პაციენტს და მათი პასუხები იქნება გვიან ღამით დაახლოებით 12 პირველ საათზე.

ჯერჯერობით დღეს არც ერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა, თუმცა რამდენადაც ჯერ პასუხები არ მოსულა, ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს არც ერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა. საქართველოში რჩება 15 ინფიცირებული, აქედან 14 მკურნალობს ჩვენთან, ერთი არის საჩხერეში",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ცერცვაძის ინფორმაციით, ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა.

"მას არ აღენიშნება რაიმე გართულებები და სერიოზული კლინიკური ნიშნები. რაც შეეხება ჩვენთან, გამართლდა ჩვენი მოსაზრება ,რომ ამ დაავადებას ახასიათებს თანდათანობით დამძიმება პირველი 2 კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით პირველი კვირის მანძილზე ერთი პაციენტი, რომელიც წინა დღეებში მძიმე იყო, ის რჩება მძიმედ და უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა. ჯერჯერობით ამ პაციენტთან რაიმე სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები ორგანოთა სისტემების მხრივ არ გამოვლენილა და ინტენსიურ თერაპიაზე გადასვლა ჯერ არ დაგვჭირვებია, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ დაგვჭირდეს.

კიდევ სხვა პაციენტებს, რომელთაგან სამს აქვს ორმხრივი პნევმონია და ზოგიერთებს კიდევ ჰქონდათ გარკვეული გადახრები სისხლის საერთო ანალიზის მხრივ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ზოგიერთმა კლინიკურმა სიმპტომმა მოიმატა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ დაავადების დროს პირველი კვირის განმავლობაში და ხშირად პირველი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება ვირუსის რეპლიკაცია, ანუ გამრავლება ორგანიზმში და ამ ვირუსის გამრავლების კვალდაკვალ კლინიკური მანიფესტაცია შეიძლება გაძლიერდეს.

შეიძლება, პაციენტების დამძიმების ნიშნები იყოს. ჩვენთან ჯერჯერობით გარდა იმ ერთი პაციენტისა , სხვასთან დამძიმება სერიოზულად არ მომხდარა, რაც კარგია ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ განწყობას. მიგვაჩნია , რომ საპასუხო ზომები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარეს ინფექციის შესაკავებლად ეფექტური და დროული იყო“, - განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"