ავტორი:

ერთ-ერთი პაციენტის ვარაუდით, მას კორონავირუსი ფულით გადაედო - თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულების მდგომარეობაზე

ერთ-ერთი პაციენტის ვარაუდით, მას კორონავირუსი ფულით გადაედო - თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულების მდგომარეობაზე

"კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის ვარაუდით, მას კორონავირუსი ფულით გადაედო" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"ერთი, ჩვენს საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხები არ ვიცოდით. ეს არის პიროვნება, რომელიც იყო კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ იმ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამი დასნეულდა. ეს არ არის ნომერი ოთხი პაციენტი, ეს არის, ასე ვთქვათ, ნომერი ხუთი პაციენტი, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში.

ეს ადამიანი ასრულებდა მოვალეობას, მშრომელი კაცია... ხელოსანი იყო. რაღაც სამუშაო შეასრულა, ფული აიღო საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულიდან გადაედო" - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა. stopcov.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში - 126 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"