ავტორი:

"კორონავირუსის შემთხვევაში, "ღორის გრიპის" მასშტაბებს უნდა ველოდოთ" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი COVID-19-ის საფრთხეებზე

"კორონავირუსის შემთხვევაში, "ღორის გრიპის" მასშტაბებს უნდა ველოდოთ" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი COVID-19-ის საფრთხეებზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორისაა 12 წლის ბავშვიც.

რა მასშტაბის საფრთის წინაშე დგას საქართველო ახალი კორონავისრუსის გავრცელების მხრივ, რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საყოველთაო თვითიზოლაცია საქართველოში? არის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა ყველაზე ცუდი სცენარისთვის? - ამ და სხვა აქტუალური კითხვებით AMBEBI.GE-მ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილს მიმართა.

- რას ამბობს ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი? რა მასშტაბის საფრთხის მოლოდინი გაქვთ სპეციალისტებს?

- ეს რიცხი შორს არის მასშტაბური გავრცელებისგან, თუ სხვა ქვეყნებს შევადრებთ, დაბალია. ამასთან, არცერთი შემთხვევა არ გვაქვს ისეთი, რომლის წყაროც არ არის ცნობილი. ჯერჯერობით, ყველა შემთხვევა ერთმანეთს უკავშირება და კონტროლირებადია. თუმცა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასე გაგრძელდება. დიდი ალბათობით გაჩნდება შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენა გაჭირდება და ვირუსის საზოგადოებაში გავრცელება მოხდება.

- რა გაძლევთ ამ ვარაუდის საფუძველს?

- ზოგადად ასეთი ტიპის ვირუსებს ეს ტენდენციაა ახასიათებთ. H1N1-ს ანუ "ღორის გრიპს" თუ შევადარებთ, გავრცელების მასშტაბი არ იყო მცირე. მაშინ საქართველიოში, 2009-2011 წლებში ასამდე ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით და ასობით შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

შესაბამისად აქაც არ მოველით, რომ ასე უცებ დასრულდება მისი გავრცელება. თუმცა, ყველაფერი ხდება და ახალ ვირუსებს განსხვავებული თავისებურებები ახასიათებთ. წინასწარ გადაჭრით პროგნოზირება ძნელია, მაგრამ შემთხვეევები გახშირდება.

- როგორ შეაფასებთ სახელწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, რამდენად ეფექტურად ებრძვიან სახელწიფო ინსტიტუციები COVID-19-ს?

- ძალიან პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს პრევენციული ღონისძიებები. განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობა. კარგად გაკონტროლდა საზღვარი და თვითიზოლაციის მხრივაც კარგი მდგომარეობაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობა არის უპრეცედენტოდ ინფორმირებული. არცერთი ვირუსის დროს ხალხს ამდენი ინფორმაცია არ ჰქონია. ეს დაადგინა კვლევამაც, რომელიც 2-4 მარტს ჩავატარეთ. ინტერნეტის მეშვეობით 5 200 ადამიანი გამოვკითხეთ საქართველოს მასშტაბით და დაგინდა, რომ ჯანდაცვის მუშაკებსა და მოსახლეობას შორის ინფორმირებულობის თითქმის ერთნაირი დონეა. თუმცა, ველოდი რომ ჯანდაცვის მუშაკებში უფრო მაღალი იქნებოდა მაჩვენებელი.

კვლევის მიხედვით გამოკითულთა 98% კარგად იცის ვირუსის გადაცემის გზები, დაახლოებით ნახევარს ეშინია კორონავირუსის და ნახევარი ამბობს, რომ ამ შიშს მედია უნერგავს

რაც იმით აიხსნება, რომ თავიდან არასწორად ხდებოდა მედიით კორონავირუსის გაშუქება. ზოგიერთი მედიასაშუალება მას "მკვლელ ვირუსს" უწოდებდა, რაც პანიკას იწვევდა მოსახლეობაში. დღეს გაცილებით გაუმჯობესდა გაშუქების ხარისხი.

სახელმწიფოს ღონისძიებებს რომ მივუბრუნდეთ, პრობლემურია ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა სისტემის გადმონაშთი ვერტიკალური სამედიცინო სისტემა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეა ინფექციური საავდმყოფო, ცალკე - ტუბერკულიოზის ცენტრი. ევროპაში სხვაგვარად არის. იქ ნებისმიერი საავადმყოფო არის აღჭურვილი ინფექციის მქონე პაციენტების მისაღებად, არის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პალატები. ჩვენთნაც რომ ასე იყოს, გაცილებით ეფექტური იქნება ვირუსთან ბრძოლა.

ვხედავთ რა დღეშია ინფქციური საავადმყოფო, თავდაუზოგავად მუშაობენ, მაგრამ ერთი კლინიკა ვერ გაწვდება ამ პრობლემას. ინფექციური განყოფილებები უნდა არსებობდეს სხვა საავადმყოფოებშიც.

- რა შემთვევაში შეიძლება გამოცხადდეს საქართველოში საყოველთაო კარანტინი და როგორია ამ მხრივ მსოფლიო პრაქტიკა?

- როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი წყვეტს ფუნქციონირებას, რჩება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები და ა.შ. ყველა დანარჩენი სისტემა გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ზოგიერთი ორგანიზაცია, სადაც თვლიან რომ შესაძლებელია დისტანციური მომსახურება, ნელ-ნელა გადადის ამ რეჟიმზე.

თუ იქნება არაკონტროლირებადი შემთხევევები, მასიური გავრცელება და შეუძლებელი გახდება კონტაქტების წყაროების მიდევნება, მაშინ საჭირო გახდება საყოველთაო თვითიზოლაცია, როგორც ეს ქალაქ უხანში მოხდა - მოსახლეობა ჩაკეტილი იყო სახლში და აწვდიდნენ აუცილებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ COVID-19 მალე პანდემიად გამოცხადდება. ბოლოს როდის იყო მსოფლიოში პანდემია, რამდენ ხანს გაგრძელდა და რა შედეგები მოიტანა ?

- COVID -19 აუცილებლად მიიღებს პანდემიის სახეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კონტინენტზე დაფიქსირდება შიდა გადაცემის შემთხვევები. ბოლოს პანდემიად 2009 წელს გამოცხადდა H1N1 ე.წ. ღორის გრიპი. ის დაიწყო მექსიკიდან და უცნაური ის იყო, რომ ზაფხულში დიწყო. პირველივე წელს შეეწირა ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი.

რაც შეეხება საქართველოს, პირველივე, 2009 წელს 33 ლეტალური შემთხვევა გვქონდა, მეორე 2010-2011 წლის სეზონზე „ღორის გრიპით“ 53 ადამიანი დაიღუპა და მესამედ, 2015-2016 წელს 50 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ჯერ ჩვენთან ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა და იმაზე ბევრად მეტი პანიკაა, რაც "ღორის გრიპის" დროს იყო.

- რატომ გამოიწვია ახალმა კორონავირუსმა ასეთი პანიკა?

- პირველ რიგში, "ფეისბუქმა" ითამაშა დიდი როლი, სადაც უკონტროლოდ ვრცელდება ყველანაირი ინფორმაცია. შიშის ზარს სცემდა ყველას ქუჩაში მოულოდნელად დაცემული ადამიანების ვიდეოების ნახვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს "ფეიკი" ვიდეოები იყო. თუმცა, ყველას არ შეუძლია "ფეიკი" და ნამდვილი ერთმანეთისგან გაარჩიოს.

ასევე, ის, რომ წინა პანდემია (H1N1) იყო გრიპი. ეს კი გრიპის ვირუსი არ არის. მართალია "ღორის გრიპის" ვაქცინა და სპეციალური მედიკამენტები არც მაშინ არსებობდა, თუმცა ზოგადად გრიპის ვაქცინა და მკურნალობის მექანიზმები ახდენდა გავლენას და ეფექტს მასზე.

მსოფლიო იცნობს კორონავირუსის ჯგუფის სხვა ვირუსებსაც - SARSI და MERSI, მათ დროს სიკვდილიანობა იყო ძალიან მაღალი, 35% -მდე. ამ ახალ კორონავირუსს ლეტალობის მაჩვენებლი აქვს ძალიან დაბალი 3%-მდე და ეს ძალიან იმედისმოცემია. თუმცა, წინა კორონავირუსებისგან განსხვავებით, გავრცელების მასშტაბი ამას აქვს უფრო სწრაფი და ფართე. თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ გამოჯანმრთელების მაჩვენებელს, ლეტალობა COVID-19-ს დაბალი აქვს.

- თქვენ როგორც ეპიდემიოლოგს, რა მოლოდინები გაქვთ, რა მასშტაბებზე შეიძლება გავრცელდეს ახალი კორონავირუსი საქართველოში ?

- ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ის, რომ მოსახლეობას აქვს უპრეცედენტოო ინფორმირებულობა ახალ კორონავირუსთან მიმართებაში, რაც პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მასშტაბებს, მინიმუმ H1N1-ის მასშტაბებს უნდა ველოდოთ. როგორც გითხარით, საქართველოში იყო ასეულობით დადასტურებული შემთხვევა და საერთო ჯამში 136 გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, ვირუსები როგორ მოიქცევიან ამის პროგნოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია.

მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დავიცვათ ჰიგიენა და საჭიროების შემთვევაში გამოვაცხადოთ თვითიზოლაცია!

როგორ შეიცვალა თბილისის სამ გამზირზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით

5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?