ავტორი:

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უწყება ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19.

გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნოზაძე იმ 23 ინფიცირებულს შორისაა, რომელთა მონაცემები 10 მარტისთვის დააფიქსირა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"