ავტორი:

"არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“" - რას იხსენებს პუტინი სააკაშვილზე

"არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“" - რას იხსენებს პუტინი სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„ჩვენ ხომ მას არაერთხელ ვესაუბრეთ ამ თემაზე, ჯერ კიდევ მაშინ როცა პრეზიდენტი იყო“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ მან სააკაშვილს სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც სააკაშვილი დაპირდა, რომ „ამას არასდროს იზამდა“.

„არა, არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“ - აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობებს, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ მოსკოვისგან „გვერდზე გადგა“. „აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადონ“, - დასძინა პუტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში აღარ არის, პუტინი პასუხობს: „როგორ არ არის. დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“.

1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)

"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

"აზერბაიჯანის არმიამ ​ჯებრაილის რაიონის სოფლები და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე გაათავისუფლა" - რას წერს ალიევი "ტვიტერზე"