ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

"ამ დროისათვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 45 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 გახლავთ ინფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის არიან მსუბუქი სიმძიმის, საშუალო და მძიმე პაციენტები. თუმცა, იმ ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მცირედი დადებითი დინამიკა არის", - განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, კვლავ დადებითია ორი კვირის წინ ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტის ტესტის პასუხი.

"ისევ დადებითი იყო 2 კვირის წინ შემოსული პაციენტის ანალიზის პასუხი. იცით ორი კვირა კი გავიდა მაგრამ, არ ველოდებოდით იმას, რომ პასუხი აუცილებლად იქნებოდა უარყოფითი იმიტომ, რომ ამ პაციენტს ქონდა ფილტვების ანთება. ამ შემთხვევისათვის ეს სრულიად დასაშვებია. დაახლოებით კიდევ ერთი კვირა საჭირო იქნება ამ პაციენტის სტაციონარში დაყოვნება და ვნახავთ შემდგომში როცა განთავისუფლდება ვირუსისგან, ის გაეწერება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დასტურდება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"