ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მის თანაშემწეს, პრევენციის მიზნით, კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, რომელიც უარყოფითი იყო.

„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მასაც არ დაუფიქსირდება. ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის”, - განაცხადა ტიკარაძემ.

შს მინისტრი ბოლო დღეებში გაწეული შრომისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში