ავტორი:

"მზად ვარ მოგემსახუროთ, მოგიტანოთ წამლები, საკვები" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"მზად ვარ მოგემსახუროთ, მოგიტანოთ წამლები, საკვები" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) "ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს და იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ის მზად არის დახმარება აღმოუჩინოს მათ, მიუტანოს საკვები და წამლები.

"მივემგზავრები აუცილებელი საქმისთვის და ამ მგზავრობისთვის აუცილებელია გქონდეს დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ შენი მოძრაობა მიზანშეწიონილია. ვითარება ძალიან დაძაბულია და გთხოვთ ჩემო საყვარელო ქართველო თანამემამულენო, დარჩით სახლში, ნურავინ ნუ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ, რომ მოგემსახუროთ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, მზად ვარ მოგიტანოთ საკვები.

თქვენს სამსახურში ვარ და ძალიან გთხოვთ, მიხედოთ თქვენს თავს. პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ღმერთმა დალოცოს და იტალია და მთელი სამყარო“ - ამბობს არქიმანდრიტი.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmrevliromi%2Fvideos%2F2830964583619326%2F&show_text=0&width=560" width="560" height="315" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?

რა თანხით დააფინანსებს სახელმწიფო ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს - გრანტს 185 მიგრანტი მიიღებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორესა და აკადემიური დელეგაციის ვიზიტი KIU-ში