ავტორი:

განსაკუთრებული წიგნი განსაკუთრებული დიზიანით - „ნათლიას“ ახალმა გამოცემამ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვია

განსაკუთრებული წიგნი განსაკუთრებული დიზიანით - „ნათლიას“ ახალმა გამოცემამ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვია

წიგნი ღირსებაზე, სისასტიკესა და სიყვარულზე - ეს მარიო პიუზოს ლეგენდარული რომანი „ნათლიაა“, რომელიც ქართულ ენაზე კიდევ ერთხელ, განსხვავებული და ორიგინალური დიზაინით გამოიცა. 1969 წელს დაწერილი წიგნი 1970-იან წლებში უკვე ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ამავე სახელობის ლეგენდარული ფილმი გადაიღო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმის სცენარი თავად მწერალმა პიუზომ დაწერა.

„ნათლია“ მარიო პიუზოს მესამე რომანია, თუმცა მან პირველი ორი ნაწარმოებით საზოგადოების ყურადღების მიქცევა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ აქტუალურ თემებს ეხებოდა. 1955 წელს დაწერილი „წყვდიადის არენა“ ოკუპირებულ გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცისა და გერმანელი გოგონას სიყვარულს აღწერს, 1965 წელს დაწერილი „ბედნიერი პილიგრიმში“ კი მოთხრობილია იტალიელი ემიგრანტების პრობლემები ამერიკაში. მოგვიანებით როგორც თავად მწერალი ამბობდა, "ნათლიის" დაწერის მიზეზი და მიზანი მხოლოდ ვალები და მათი გასტუმრება იყო.

"45 წლის ვიყავი, 20 ათასი დოლარი ვალი მქონდა ნათესავების, ბუკმეკერების, ბანკების. ლენი ბრიუსმა შემომთავაზა მაფიაზე რომანის დაწერა", - ყვებოდა თავად პიუზო.

პიუზომ კი მას "ნათლიისთვის" გაკეთებული წინასწარი ჩანაწერები და მაფიოზების შესახებ გაგონილი რამდენიმე ამბავი მოუყვა და, როგორც თვითონ ამბობს, შოკში ჩააგდო. ლენიმ მეორე დღესვე შეახვედრა თავის გამომცემელს, რომელმაც ავანსად 5.000 დოლარი მისცა, მაგრამ რომანის დასრულებას მაინც სამი წელი მოანდომა. ხან ევროპაში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად, ხან ლას-ვეგასის კაზინოებს ესტუმრა. როდესაც ფული შემოელია და გამომცემლობაში ასაღები 1.200 დოლარი დასჭირდა, მაშინღა მიუჯდა საწერ მაგიდას.

თუმცა რომანის დასრულების შემდეგ, აგენტმა შეატყობინა რომ გამომცემლობა 1 200 დოლარის ნაცვლად 410 000 დოლარს უხდიდა გამოცემის ექსკლუზიურ უფლებაში. მართალია ეს ფულიც მალევე გაეფლანდა მარიო პიუზოს, მაგრამ 3 წლის შემდეგ მან თავად დაწერა ფილმის სცენარიც, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ მისგან 2.1 მილიონ დოლარად იყიდა.

დღემდე ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რა იყო „ნათლიას“ ასეთი წარმატების საიდუმლო. მთავარ მიზეზად იმას ასახელებენ ხოლმე, ავტორი თემას კარგად იცნობს და წიგნში ცხოვრებისეული სიმართლეა მოთხრობილი, თუმცა მოგვიანებით თავად ავტორმა აღიარა, რომ ცოცხალი განგსტერი თვალითაც კი არ ჰყავდა ნანახი. რომანში მოთხრობილია ამერიკაში ჩასული სიცილიელების ამბავი, რომლებიც გახმაურებული მაფიოზური კლანის წევრები არიან.

რაც შეეხება ფილმს, გამორჩეულია მისი სამსახიობო შემადგენლობაც. მარლონ ბრანდოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დონ ვიტო კორლეონეს როლის თამაში ფილმში “ნათლია”, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინომსახიობის ტიტული მოეპოვებინა. ალ პაჩინოს თქმით კი მაიკლ კორლეონეს როლი მის კარიერაში ყველაზე რთული იყო. ჯეკ ნიკოლსონმა და მორგან ფრიმანმა ისევე, როგორც სხვა მრავალმა წარმატებულმა მსახიობმა ვერ მიიღეს როლი ფილმში "ნათლია".

ფილმის პირველმა ნაწილმა ოსკარის სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის იყო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო ადაპტირებული კინოსცენარი.

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პიუზოს ლეგენდარული რომანი ხელახლა გამოსცა. პირველი გამოცემა სერიის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში გამოიცა. ამჯერად კი რომანი მეტად ორიგინალური დიზაინით გამოიცა და მკითხველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

უფასო მიტანის სერვისი – „ბიბლუსი“ საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს წიგნებს უფასოდ მიუტანს

ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება

გამომცემლობა "პალიტრა L" - არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის აუდიოწიგნები უფასო გახდება